ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან ბრუნდებოდა და ანკარიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მყოფი 8 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი, დაიღუპა.
თვითმფრინავმა კონტაქტის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა, ამის შემდეგ კი კონტაქტი დაიკარგა.
ინფორმაცია ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, აბდელჰამიდ დბეიბაჰმა გაავრცელა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ჰადადი და მასთან ერთად მყოფი პირები დაიღუპნენ.
დაღუპულებს შორის იყვნენ სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფიტური ღარიბილი, გენერალ-მაიორი მაჰმუდ კატივი, გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველი მოჰამედ ასავი დიაბი და გენერალური შტაბის მედია ოფისის ფოტოგრაფი მოჰამედ ომარ აჰმედ მაჰჯუბი.
„დელეგაციის ყველა წევრის დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას მოხდა, ღრმა შოკში ჩაგვაგდო“, – ხაზგასმით აღნიშნა ლიბიის პრემიერ-მინისტრმა.
ლიბიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დროშები ნახევრად დაშვებული იქნება და ყველა ოფიციალური ღონისძიება შეჩერდება.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია