"ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“, - განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში.
მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის საამებლად მოქმედებენ.
„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში ბევრი პრობლემაა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, - აღნიშნა ხამენეიმ.
მან მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
სიახლეები
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 იანვრისთვის