მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
ათასობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე, რათა გააპროტესტონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა.
აქციები ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან იყო დაკავშირებული. დემონსტრაციები გაიმართა ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, კლივლენდში და სხვა ქალაქებში.
მომიტინგეები აპროტესტებდნენ იმიგრაციის კონტროლის სააგენტოს (ICE) მიერ განხორციელებულ დევნებს და დაკავებებს, ასევე პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში გაზრდილ უკმაყოფილებას.
აქტივისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაოებისა და სკოლების დატოვებით გამოხატეს პროტესტი იმიგრანტების უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ.
შინაგან საქმეთა უწყებებმა დაადასტურეს, რომ აქციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა და მსხვერპლი ან სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მილიონობით მიგრანტის დეპორტაცია განახორციელოს, მას ამომრჩევლებისგან მიღებული მანდატი აქვს.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა