ამ გვერდის ამობედვა

ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშას შტატის ქალაქ კატაკში, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ შტატის მეთაურმა, მოჰან ჩარან მაჯიმ განაცხადა.

„სხვა განყოფილებებში სულ 23 პაციენტი გადაიყვანეს. სხვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებსა და პალატებში გადაყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით კიდევ სამი. მე პასუხისმგებელ პირებს დავალება მივეცი, უზრუნველყონ დაზარალებული პაციენტების სათანადო მკურნალობა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მაჯის თქმით, პაციენტების გადარჩენის დროს საავადმყოფოს სულ მცირე თერთმეტმა თანამშრომელმა დამწვრობა და დაზიანებები მიიღო.

ხანძარი ღამით გაჩნდა ოთახში, სადაც კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წაკითხვა 82 ჯერ

სიახლეები