ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშიში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური გაზეთი Hindustan Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გემის ბორტზე 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სულ მცირე, 15 პირი დაკარგულად ითვლება.
„ტრაგედია ხუთშაბათს საღამოს ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის ჯაბალპურის რაიონში, მდინარე ბარგისთან მოხდა.
მადჰია-პრადეშის შტატის ჯაბალპურის ოლქში 35-40 ადამიანით სავსე საკრუიზო გემის ჩაბრუნების შემდეგ ოთხი ადამიანი დაიხრჩო და სულ მცირე 15 დაკარგულად ითვლება“, – წერს გაზეთი.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს