ციხესიმაგარე საფრანგეთში, სადაც ერთი ოთახი მხოლოდ 55 დოლარად იყიდება
საფრანგეთში შუა საუკუნეების ციხესიმაგრის გადარჩენის ორიგინალური ხერხი მოძებნეს - მისმა მფლობელმა კომპანიამ გადაწყივიტა შენობის ოთახები დაუჯერებელ ფასად, 55 დოლარად, გაეყიდა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვიბრაკის ციხესიმაგრის ნანგრევები საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის თავდაპირველად მე-9 საუკუნეში აააშენეს და მას შემდეგ არაერთხელ განახლდა. ციხესიმაგრემ განსაკუთრებული მნიშვნელობა რენესანსის ეპოქაში შეიძინა, როდესაც მას მარეუილების დიდგვაროვანი ოჯახი მართავდა.
თუმცა, მას შემდგომ ვიბრაკი დავიწებას მიეცა და განადურების წინაშე აღმოჩნდა. 2016 წელს ის სტარტაპ კომპანიამ Dartagnans.fr-მა შეიძინა, თუმცა მათ ციხესიმაგრის რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები არ გაჩნდათ.
ამიტომაც, მათ ციხესიმგარის აღსადგენად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს. Dartagnans.fr-მა გადაწყვიტა ციხესიმგარე მრავალი მომხმარებლისთვის „დაექუცმაცებინა“ და მისი მფლობელი თითოეული მათგანი გამხდარიყო.
ციხესიმგარის ყველაზე პატარა ოთახების ფასი 55$-დან იწყება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმამ გაამართლა და მრავალი დაინტერესებული ადამიანი გამოჩნდა. შედეგად ციხესიმაგრის მცირე ნაწილის მფლობელი 45 ქვეყნის 1700 ადამიანი აღმოჩნდა.
ამ დროისათვის მათ 170 000 ევროზე მეტი შეაგროვეს, ციხესიმაგრის სრულ აღდგენას კი 1 240 000 ევრო დასჭირდება. Dartagnans.fr იმედს გამოთქვამს, რომ ციხესიმაგრე პირვანდელ სახეს მალე დაიბრუნებს და მის სანახავად უამრავი სტუმარი ჩავა.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი