UNICEF - მილიონობით ბავშვი ახალ ათწლეულს კატასტროფულ პირობებში ხვდება
გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ახალ ათწლეულს მილიონობით ბავშვი კატასროფულ პირობებში ხდება.
UNICEF-მა ბოლო ათ წელიწადში 170 000 დოკუმენტური ჩანაწერი მოაგროვა ბავშვთა უფლებების უმძიმესი დარღვევების შესახებ, რომელთა შორისაა: მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა, და იძულებითი რეკრუტირება შეიარაღებულ ჯგუფებში.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს თქმით, შეიარაღებული კონფლიქტები ყველასთვის გამანადგურებელია, თუმცა ისინი გასაკუთრებით სასტიკია ბავშვებისთვის.
„მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტები კიდევ უფრო მეტხანს გრძელდება, რაც მეტ სისხლისღვრას იწვევს და მეტი ბავშვის სიცოცხლეს იწირავს. დაუსრულებლად გრძელდება თავდასხმა ბავშვებზე და მხარეებს ომის ერთ-ერთი ძირითადი წესი ავიწყდებათ: ბავშვების დაცვა“, - განაცხადა ფორემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა