ავსტრალიაში ხანძარმა ცა წითლად შეღება - ცეცხლი ძლიერდება, ხალხი თავის გადასარჩენად ზღვაში შედის
ავსტრალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა სანაპირო ქალაქ მალაკუტას მიაღწია, სადაც ათასობით ადგილობრივი და დამსვენებელი თავის გადასარჩენად წყალში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მუქი წითელი ცა, სრული სიბნელე და კვამლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები, რომელთა შორის უმეტესობა ტურისტია, წყალში არიან შესულები სხვა სანაპირო ქალაქებშიც, მათ შორის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ ბერნაგუიში.


ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ამჟამად ევაკუაცია ძალიან დაგვიანებული და სახიფათოა. დაკეტილია შტატ ვიქტორიას მთავარი მაგისტრალიც.
ავსტრალიაში ტყის ხანძარმა სექტემბრიდან დღემდე მილიონობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის 3 მოხალისე მეხანძრე.

ამასთან, ახალი უელსის შტატის ქალაქ ქობარგოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა