აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყი დაუყოვნებლივ დატოვონ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი.
ამასთან, განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან.
„ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“,-აცხადებენ დეპარტამენტში.
სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა ირანში თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისგან და სურათების გადაღებისგან.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია