ავღანეთში „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბების“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანის“ 51 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა კვირას 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში განახორციელეს, რის შედეგადაც მოკლულია 51, დაჭრილია 13 და დაპატიმრებულია 6 „ტერორისტი“. პროვინცია ბალხის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, დაღუპულია სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რასაც გუბერნატორის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ავღანეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პროვინციაში საგამოძიებო კომისიას გააგზავნის.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „თალიბანი“. მათი მტკიცებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ავღანურ სამთავრობო ძალებზე ორი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქუნდუზისა და ბალხის პროვინციებში სამთავრობო ძალების 18 წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაიჭრა.
სიახლეები
- ,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა