ამ გვერდის ამობედვა

სა­ბერ­ძნეთს, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქალი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს

სა­ბერ­ძნეთს, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქალი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს.

 

63 წლის ეკა­ტე­რინ სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტმა 22 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტად 5 წლის ვა­დით აირ­ჩია. მას 300 დე­პუ­ტა­ტი­დან 261-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ცე­რე­მო­ნი­უ­ლია.

 

 

სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ის სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლად და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ.

 

 

 

 

ეკა­ტე­რინ სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ თე­სა­ლო­ნიკ­ში და­ი­ბა­და და ათე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ხოლო შემ­დეგ სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე საფ­რან­გეთ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ პა­რი­ზი II-ში სწავ­ლობ­და. მისი მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თვი­თონ დე­დას­თან იზ­რდე­ბო­და, ზა­ფხულს კი მა­მას­თან ატა­რებ­და. პრე­ზი­დენ­ტის მამა, ნი­კო­სი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტია და მო­სა­მარ­თლედ მუ­შა­ობ­და, ასე­ვე იყო სა­ბერ­ძნე­თის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს ვიცე პრე­ზი­დენ­ტი.

 
 
 

63 წლის სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან, პავ­ლოს კოტ­სო­ნის­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ად­ვო­კა­ტია. ეკა­ტე­რინს წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, 36 წლის ნი­ო­ბი ჰყავს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებს სწავ­ლობ­და და ამ­ჟა­მად კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობს.

 

 

სა­ბერ­ძნე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი
 

 

 

ბერ­ძნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­საკ­ვი­რი აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ეკა­ტე­რინ სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ფე­ის­ბუქ­ზე“. რო­გორც პრე­სა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა, რო­გორც წესი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის და სა­ჯა­რო პი­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის.

 

 

 

 

მას შემ­დეგ, რაც სა­კე­ლა­რო­პუ­ლუ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა შე­წყვი­ტა. მარ­თა­ლია, მისი გვერ­დი კვლავ იძებ­ნე­ბა, მაგ­რამ ფო­ტო­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღარ არის, თუმ­ცა მე­დი­ა­ში მა­ინც მო­ი­პო­ვე­ბა სუ­რა­თე­ბი და პრე­ზი­დენ­ტის ძვე­ლი "ფე­ის­ბუქ პოს­ტე­ბი“.

 

 

 

 

ეკა­ტე­რინს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, კა­ტე­ბი, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, უყ­ვარს ლაშ­ქრო­ბა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, გიჟ­დე­ბა თე­სა­ლო­ნიკ­ზე, ად­გილ­ზე, სა­დაც გა­ი­ზარ­და, ასე­ვე უყ­ვარს კლა­სი­კუ­რი ფილ­მე­ბი და მათ შე­სა­ხებ ვრცელ პოს­ტებ­საც კი წერ­და "ფე­ის­ბუქ­ში.“

 

 

 

 

 

 

 

 

სა­ბერ­ძნე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან ერ­თად

 

 

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კარ­გად ეს­მის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის და უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობს, რო­გორც "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი.“

 

 

"ის თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძე­ნი ქა­ლია, რო­მელ­საც აქვს სრულ­ფა­სო­ვა­ნი პი­რა­დი, სო­ცი­ა­ლუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა“, - წე­რენ ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ეკა­ტე­რინ სა­კე­ლა­რო­პუ­ლუს შე­სა­ხებ.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 722 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2020