ამ გვერდის ამობედვა

ჰონგ-კონგში ექიმები ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვენ

ჰონგ-კონგში ექიმები გაფიცვით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩინეთთან საზღვრებს არ ჩაკეტავს.

 მედიკოსები აცხადებენ, რომ თუ მთავრობამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ისინი გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ.

 

ჰონგ-კონგის ხელმძღვანელი, ქერი ლამი აცხადებს, რომ მოთხოვნა არარეალისტურია.

 

„შეუსაბამო და არარეალისტურია შევწყვიტოთ ყველანაირი მოძრაობა ჩინეთთან. ყველას მოვუწოდებთ არ გამოიყენონ ძალადობრივი და კონფრონტაციული მეთოდები“,- აცხადებს ლამი.

 

პარალელურად, ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციაში დამატებით 1800 სამედიცინო პერსონალი გააგზავნა. ამ დროისთვის უხანში დაახლოებით 4130 ექიმი იმყოფება.

 

ამასთან, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ჩინეთს გარეთაც. დღეს ტაილანდმა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-მდე გაზარდა.

 

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით ასე გამოიყურება:

 

ჩინეთი - 4515; ტაილანდი - 14; ჰონგ-კონგი - 8; მაკაო -5, ავსტრალია - 5; სინგაპური - 5; აშშ- 5 (ვაშინგტონი 1, კალიფორნია 2, არიზონა 1, ილინოისი 1); მალაიზია- 4; იაპონია - 4; ტაივანი -4; საფრანგეთი -3; ვიეტნამი -2; კანადა-1; კამბოჯა-1; გერმანია -1; ნეპალი -1; შრილანკა -1.

 

ამ დროისთვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 106-ს შეადგენს.

წაკითხვა 622 ჯერ

სიახლეები