EEAS: ჩინეთი და რუსეთი პანდემიის ფონზე ევროპაში დეზინფორმაციას ავრცელებენ
EEAS-ის (European Union External Action) ახალი ანგარიშის თანახმად, ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის გლობალურ კრიზისის შედეგად შექმნილ სიტუაციას ყალბი ცნობებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
East Stratcom, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან წამოსულ ყალბ სიახლეებს იძიებს, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ იანვრიდან კრემლის მხარდამჭერი 150-ზე მეტი დეზინფორმაცია გავრცელდა – ყველა ყალბი ამბავი გლობალურ ჯანდაცვასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის, მტკიცება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი კოლაფსში ჩაეშვება, რადგან მის შემადგენლობაში არსებული სახელმწიფოები ვერ გაუმკლავდებიან COVID-19-ის გამოწვევას.
სოციალურ მედიაში ხშირად ჩნდება ამბები, რომ კრემლი უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსს დასავლეთთან შედარებით. ასევე, ხშირია ნარატივი, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები მიესალმებიან მოსკოვისა და პეკინისგან მიღებულ დახმარებას. მსგავსი ნარატივების გაჩენას კი რუსული მედია უწყობს ხელს, მაგალითად RT და Sputnik.
„როგორც ევროკავშირში, აგრეთვე, მის გარეთ კოორდინირებული დეზინფორმაციებით ცდილობენ, რომ პანდემიის მიზეზები დააბრალონ დაუცველ უმცირესობებს და ეჭვი შეიტანონ დემოკრატიული ინსტიტუტების შესაძლებლობებში“ – ვკითხულობთ ანალიზში, „სახელწიფოები და მის უკან არსებული პირები კორონავირუსის კრიზისს გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებენ და იერიში პირდაპირ ევროკავშირზე მიაქვთ.“
ორივე სახელმწიფო – ჩინეთიც და რუსეთიც უარყოფენ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
ევროკავშირმა ყალბი ინფორმაციების საპასუხოდ Google, Facebook და Twitter დაიხმარა და გეგმავს ყველანაირად შეუშალოს ხელი ტყუილის მასშტაბურ გავრცელებას.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ხაზს უსვამს დეზინფორმაციის მავნებლობას და მასთან ბრძოლის საციცოცხლო მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
გასულ დღეებში ჩინეთი და რუსეთი შეეცადნენ 27 ქვეყანაში გაევრცელებინათ ინფორმაცია, თუ როგორ ვერ უმკლავდება ევროკავშირი კორონავირუსს. პარალელურად ვრცელდებოდა ამბები, თუ როგორი წარმატებით უმკლავდებოდნენ პანდემიას მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში.
სიახლეები
- დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს
- “მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ” - გიორგი ვოლსკი
- “უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს” - უკრაინის გენშტაბი