ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ
ნიუ იორკში კორონავირუსის ახალი ტიპით, COVID-19-ით იმაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ვიდრე აშშ-ის გარდა, მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ამ დროისთვის ქალაქში 161 504 შემთხვევაა აღწერილი, მაშინ, როცა მთელ ესპანეთში კორონავირუსის 157 022 შემთხვევაა, იტალიაში - 143 000, გერმანიაში - 118 235, საფრანგეთში - 117 749.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროპული ქვეყნები ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ხუთეულში შედიან.
ამერიკულ მეგაპოლისში ამ დროისთვის 7 067 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 8 232 გამოჯანმრთელებული.

"ათწლეულების განმავლობაში ჰარტ აილენდი გამოიყენებოდა იმ გარდაცვლილთათვის, რომლებსაც ოჯახი არ ჰყავდათ და ამ ადგილის ამავე მიზნით გამოყენებას გავაგრძელებთ.
ადამიანთა ცხედრებს, რომლებიც გარდაიცვლებიან COVID-19-ით და ვერ მოხერხდება მათი იდენტიფიცირება, ან არ ეყოლებათ ახლობელი, ან ოჯახი, აქ დავკრძალავთ" - ამბობს New Your Post-თან ნიუ იორკის მერის წარმომადგენელი, ფრედი გოლდსტეინი.
მთლიანად აშშ-ში კორონავირუსით ამ დროისთვის 468 895 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 16 697 გარდაიცვალა, ხოლო 25 928 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ,,მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა