რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.
ქვეყნის 83 რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად რუსეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 209 688-ს შეადგენს.
ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან 34 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
სიახლეები
- „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ"- ტრამპი
- ,,ღირსეული პასუხი არამეგობრული ნაბიჯისათვის"- გიორგი გამსახურდია
- 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია” - მიხეილ სააკაშვილი
- “სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი