Daily Mail - ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორიიდან ასობით ბრიტანელის მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოიპარეს, რომლებიც მონაწილეობას სამედიცინო ცდებში იღებდნენ - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.
გასულ კვირაში გაზეთმა The Mail on Sunday-მ გამოამჟღავნა, რომ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები იდგნენ „სრულიად მიუღებელი“ თავდასხმების უკან, რომლებიც ვირუსთან მებრძოლ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, მათ შორის უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებზე განხორციელდა. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კი, უშიშროების სამსახურებმა ოფიციალური მითითებები გამოსცეს კვლევითი დაწესებულებებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავსი თავდასხმებისგან.
დღეს კი გამოცემამ კიბერ-ბრძოლების მასშტაბების შესახებ ახალი დეტალები გამოამჟღავნა, რამაც როგორც ის წერს, სადაზვერვო სამსახურები „გააოგნა“, დიდი ბრიტანეთსი ხელისუფლებაში კი სერიოზული შეშფოთება გამოივია.
კონკრეტულად კი, დასავლეთ ლონდონში მდებარე კლინიკა, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს და სამედიცინო ცდებს ატარებს, მარტში თავდასხმის სამიზნე გახდა - ჰაკერებმა დიდი ოდენობით პირადი მონაცემები მოიპარეს. ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ 14 მარტს მოპარული იქნა პასპორტების ელექტრონული ასლები, დაზღვევის ბარათები, ვიზის დოკუმენტები, ასევე, პაციენტების ფოტოები, სამედიცინო კითხვარები და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა „ლაბირინთი“ აიღო და სამედიცინო ჩანაწერების ნაწილიც გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, დამატებითი გამოძიება მოწმობს, რომ პასუხისმგებელი ჰაკერები საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”