გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 7 914-მდე გაიზარდა
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174 355-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ინფიცირების 583 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 33 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 914-მდე გაიზარდა.
გერმანიაში კორონავირუსისგან სულ 153 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 45 427- ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 36 286, ბადენ-ვიურტემბერგში - 33 950 და ბერლინში - 6 447.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა