"იარაღისთვის განკუთვნილი თანხები ეპიდემიასთან ბრძოლისკენ მიმართეთ" - რომის პაპი
რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრის ეზოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი წირვა ჩაატარა.
ფრანცისკე I-მა პოლიტიკოსებს მიმართა, რომ უმჯობესია, იარაღისათვის განკუთვნილი დაფინანსება, ეპიდემიოლოგიური კვლევებისკენ მიმართონ, რათა სამომავლოდ გლობალური კატასტროფა თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ფრანცისკე I-მა წირვის დასასრულს აღნიშნა, რომ ახლა, ეროვნულმა ლიდერებმა შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რითაც დაეხმარებიან დაზარალებულებს და შექმნიან გრძელვადიანი ეკონომიკურ-სოციალურ პროგრამას.
დღევანდელ წირვას ტაძრის ეზოში შეკრებილი 130 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ იტალიელი ექიმები, ექთნები და სასწრაფო დახმარების მძღოლები, ასევე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ეპიდემიას ემსხვერპლნენ.
მლოცველებს პირბადეები ეკეთათ და დისტანცირების წესებსაც იცავდნენ, რომის პაპი მათგან მოშორებით იჯდა, ფრანცისკე I მორწმუნეების წინაშე სამედინო ნიღბის გარეშე წარსდგა.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი