"ვლადიმერ პუტინის "დიდი შვიდეულის" ფორმატში მიწვევა "გონივრული აზრია" - რას აცხადებს ტრამპი?
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მიწვევა „გონივრული აზრია“.
ტრამპის პოზიციით, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა, თუკი შეკრებაზე მოსკოვიც იქნება წარმოდგენილი.
„ბევრი საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პუტინს ეხება. მისი ოთახში ყოფნა საქმეებს მოაგვარებდა“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის რადიოსთან ინტერვიუში.
G7-ის შემადგენლობაში მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნები შედიან. ესენია: აშშ, იტალია, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
შეგახსნებთ, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ფორმატიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ივნისში იგეგმებოდა, მინიმუმ სექტემბრამდე გადადო. ამასთან, პრეზიდენტმა მიწვეული ქვეყნების ჩამონათვალში ავსტრალიის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის დამატების სურვილი გამოთქვა.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი