დონალდ ტრამპი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სურს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია 9 500 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე. სულ გერმანიაში 34 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს შორის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიას სექტემბერში დატოვებენ.
შეერთებული შტატების ლიდერი გერმანიაშიი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირების საკითხს დიდი ხანია განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 25 000-მდე შემცირდება, მაშინ, როდესაც, ამ დროისათვის ქვეყანაში 34.5 ათასზე მეტი სამხედრო პირია დისლოცირებული.
გერმანიიდან გამოყვანილი ჯარების ნაწილი გადამისამართდება პოლონეთსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში, ხოლო ნაწილი დაბრუნდება შეერთებულ შტატებში.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს