"სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ზომებს მალე მივიღებთ" - კიმ იო ჩინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის პირველმა მოადგილემ, კიმ იო ჩინმა ქვეყნის სამომავლო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
კიმ იო ჩინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ზომებს მალე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ვფიქრობ, ახლა დროა, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან ურთიერთობები დავასრულოთ. მალე ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯს. ჩემთვის უმაღლესი ლიდერის მიერ მონიჭებული უფლებით, ჩვენი ქვეყნის მე ბრძანება მტრებთან ურთიერთობებზე მომუშავე სამსახურს მივეცი ბრძანება, გადადგან შემდეგი ნაბიჯები", - განაცხადა კიმ იო ჩინმა.
მან აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა კორეის ეროვნული ჯარის გენერალურ შტაბს დაეკისრება.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი