პოლონეთმა მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრები გახსნა
სამთვიანი კარანტინის შემდეგ პოლონეთმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები გახსნა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
მედიის ცნობით, პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე კონტროლი გუშინ გვიან ღამით მოიხსნა, ხოლო დღეიდან საზღვარი გაიხსნა გერმანიასთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან.
პოლონეთის მთავრობამ დღეიდან მოხსნა ორკვირიანი კარანტინი ევროკავშირის მოქალაქეებისა და უცხოელებისთვის, რომელთაც ევროკავშირში ცხოვრების უფლება აქვთ.
პოლონეთში ავიამიმოსვლა 15 მარტს შეჩერდა, ფრენები 16 ივნისიდან აღდგება.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი