ამ გვერდის ამობედვა

უჰანის ავტოსადგომების თანამგზავრულმა სურათებმა აჩვენა, როდის გაჩნდა კორონავირუსი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გააანალიზეს უჰანის ხუთი საავადმყოფოს ავტოსადგომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც შეადარეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის ფოტოებს.

ავტოსადგომებზე 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე მანქანების რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა. ერთერთ ასეთ სურათზე სპეციალისტებმა, უჰანის ერთერთი მსხვილი საავადმყოფოს ავტოსადგომზე, 2018 წლის ოქტომბერში 171 ავტომანქანა დათვალეს. ერთი წლის შემდეგ იმავე ავტოსადგომზე ავტომობილების რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, რაც 67%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.



ამას დაემთხვა ინტერნეტის საძიებო ჩინურ სისტემაში Baidu სიტყვების "ხველება" და "დიარეა" ძებნის მკვეთრი ზრდა. აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ უჰანში უკვე რაღაც ხდებოდა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კვლევის შედეგები მკაცრად გააკრიტიკა. კვლევას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ავტორებმა მოხსნება ზედაპირული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით მოამზადეს.



ითვლება, რომ ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება დაიწყო გასული წლის ნოემბერში. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა დაუდგენელი მიზეზის პნევმონიით დაავადების მრავალრიცხოვანი შემთხვევების შესახებ.

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2020