აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში კარანტინის რეჟიმი გამკაცრდა
აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დამატებითი შეზღუდვების ფარგლებში, 14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში გადაადგილება სრულად შეიზღუდება, გარდა გადაუდებელი საჭიროებებისა.
ახალი წესები მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 570-მდე გაიზარდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 115 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5 309 პაციენტი.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი