თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბინგოლში მომხდარ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაცია იუწყება.
რამდენიმე სოფელში მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა სახლები. დაშავდა სულ მცირე ცხრა ადამიანი. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სტიქიის ადგილზე 550 კარავი გაგზავნა.
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეზე, ქალაქ ბინგოლიდან ჩრდილოეთით 56 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც დაახლოებით 81 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი