ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის
ახალმა ზელანდიამ მოახერხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება, რის შედეგადაც მთავრობამ გადაწყვიტა სამშაბათიდან სრულად მოხსნას ყველა დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის სოციალური დისტანცირების მოთხოვნა.
ამის შესახებ გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.
არქიპელაგის მაცხოვრებლები ისევ შეძლებენ ნებისმიერი ხალხმრავალი ღონისძიების ჩატარებას, ყველა სახის ტრანსპორტით სარგებლობას და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას. ყველა საწარმოს და დაწესებულების მუშაობა დაშვებულია.
არდერნმა აღნიშნა, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ისევ იქნება დასნებოვნების ახალის შემთხვევები. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის ზრუნავს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით დასნებოვნდა 1504, ხოლო გარდაიცვალა 22 ადამიანი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა