„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილამდე გადაიდო
აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია „ოსკარი“ 2021 წელს 25 აპრილს გაიმართება, - ამის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები კინოაკადემიის განცხადებაზე დაყრდნობით წერენ.
მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიის 2 თვით გადადების გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.
ანიმაციური მხატვრული ფილმის, დოკუმენტური მხატვრული ფილმის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, საერთაშორისო მხატვრული ფილმისა და ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარდგენის ვადა 2020 წლის 1-ელი დეკემბერით განისაზღვრა. საუკეთესო ფილმისა და ორიგინალური სიმღერის წარდგენის ბოლო ვადა კი 2021 წლის 15 იანვარია.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის ჩატარება 2021 წლის 28 თებერვალს იყო დაგეგმილი.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი