იაპონიაში, ჩამდინარე წყლებში კორონავირუსი აღმოაჩინეს
მკვლევარებმა იაპონიაში, ჩამდინარე წყლებში კორონავირუსი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NHK ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, ჩამდინარე წყლებში ვირუსის რაოდენობის ცვლილება, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექციის ახალი აფეთქების მანიშნებელი იყოს. სპეციალისტები იკვლევენ ნიმუშებს, რომლებიც ტოიამასა და ისიკავას.
მეცნიერების თქმით, მონაცემების საბოლოო დაზუსტებისთვის მათ გარკვეული დრო სჭირდებათ. ამჟამად სპეციალისტები COVID-19-ის მეორე სავარაუდო ტალღისთვის ემზადებიან.
ტოკიოში ექსპერტების ჯგუფი უკვე შეიქმნა. 15 ივნისს იაპონიის დედაქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი