Facebook აფროამერიკელების კუთვნილ კომპანიებს $200 მლნ-ით დაეხმარება
სოციალური ქსელი Facebook აფროამერიკელების კუთვნილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს 200 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.
ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Digital Information World ავრცელებს.
Facebook-ის ოპერატიული აღმასრულებელი ხელმძღვანელის, შერილ სანდერბერგის განცხადებით, კომპანია მომავალი 5 წლის განმავლობაში უმცირესობების დასახმარებლად და მათი საქმიანობის ხელშესაწყობად 1 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს.
სანდერბერგის განცხადებით, Facebook ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებული შემართებით იბრძვის რასიზმის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სანდერბერგის თქმით, ფერადკანიანი საზოგადოების მხარდასაჭერად, Facebook დაამატებს ახალ განყოფილებას სახელწოდებით Lift Black Voices, სადაც გამოქვეყნდება სიუჟეტები აფროამერიკელების შესახებ.
სიახლეები
- ბაჩო ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო
- ,,იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა''- ლევან მაჭავარიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ირანის ახალ ლიდერად ხამენეის ვაჟის დანიშვნით
- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ახალ ლიდერს სისასტიკეში ადანაშაულებს
- პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯტაბა ხამენეის დანიშვნა მიულოცა