როგორ მოვუაროთ კანს შემოდგომაზე? - 3 რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება
შემოდგომა ფოთოლცვენის, თბილი ტანსაცმლისა და პირველი სიცივის სეზონია. ბუნების პარალელურად, იცვლება ჩვენი კანიც. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალ სეზონს, განახლებული კანის მოვლის რუტინით შევეგებოთ.
გადაერთეთ დამატენიანებელ გამწმენდ საშუალებებზე
ტემპერატურის დაწევასთან ერთად, იკლებს ტენიანობის დონეც. შესაბამისად, ჩვენი კანი დატენიანების პრობლემის წინაშე დგება. ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც თქვენი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის უნდა გადადგათ, ესაა დამატენიანებელი გამწმენდი საშუალებების გამოყენება.
თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი დასაბანი გელი, ქაფი ან მიცელარული წყალი, რომელიც არ ტოვებს კანის დაჭიმვისა და გამოშრობის შეგრძნებას. თანაც, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, რათა ზამთრის სუსხმა არ დააზიანოს.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახის დაბანიდან მაქსიმუმ 1 წუთში წაისვათ სახის დამატენიანებელი კრემი, რათა კანმა არ დაკარგოს ტენიანობა.
ზაფხულის მსუბუქი დამატენიანებელი ლოსიონი, უფრო სქელი და მსუყე კანის კანის კრემით შეცვალეთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულის შემდგომ აუცილებელია, რომ კანს ბარიერის გაძლიერებაში დავეხმაროთ. ცვალებად სეზონზე კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, თქვენს რუტინაში უფრო მდიდარი და გაჯერებული დამატენიანებელის გამოყენება, საუკეთესო არჩევანი იქნება.
ჩვენი რეკომენდაციაა, შემოდგომაზე, სქელი და მსუყე კანის კრემი დღეში ერთხელ, საღამოს საათებში გამოიყენოთ. დილაობით კვლავ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მსუბუქი ლოსიონის გამოყენება!
დაიმახსოვრეთ, ტუჩები პირველები გრძნობენ სიცივეს, ამიტომ სასურველია, რომ სახის კანთან ერთად, დამატენიანებელი კრემი ტუჩებზეც გადაისვათ.
და არ ინერვიულოთ, თუ გამონაყარი გაგიჩნდებათ!
ამინდის ცვლილება - ტენიანობისა და ტემპერატიროს კლება, კანის გაღიზიანების მთავარი გამოწვევი მიზეზია. და თუ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, არ ინერვიულოთ.
გამოიყენეთ დამატენიანებელი, არაკომოდოგენური, ჰიპოალერგიული სახის ნიღბები. მაგალითად, თიხის შემცველი ნიღაბი დაგეხმარებათ კანის დეტოქსში, მკვდარი უჯრედების მოშორებაში, გაწმენდაში, დამცავი ბარიერის გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, გაღიზიანებული კანის დამშვიდებაში!
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“