ამ გვერდის ამობედვა

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს

ანჯელინა ჯოლი ასაკის მიუხედავად, ყველაზე მიმზიდველი ვარსკვლავების რეიტინგში პირველ ადგილს უპირობოდ იკავებს და მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ის 6 შვილის დედაა, მონაწილეობს გადაღებებში, ჩართულია საქველმოქმედო მისიებში და უამრავ ქვეყანაში მოგზაურობს. ძალიან დატვირთული დღეების მიუხედავად, ჯოლი შესანიშნავად გამოიყურება და მას შეუძლია, მაკიაჟის გარეშე სრულიად თამამად გამოჩნდეს საზოგადოებაში ისე, რომ პაპარაცებს არ დაემალოს. უფრო მეტიც, თავად მსახიობი აღნიშნავს, რომ ნაკლები კოსმეტიკის გამო ახერხებს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. მისი თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში, დეკორატიულ საშუალებებს თითქმის არ იყენებს."მსოფლიოში კოსმეტიკის ყველაზე პატარა და მოსაწყენი ჩანთა მაქვს. ჩემს ქალიშვილ ზაჰარასაც კი ჩემზე მეტი კოსმეტიკური საშუალება აქვს." - ხუმრობს მსახიობი.

თუმცა, ანჯელინა ჯოლი კანის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ცნობილია, რომ ვარსკვლავი მოზარდობის ასაკიდან ერთსა და იმავე დერმატოლოგთან, დოქტორ რონდა რენდისთან დადის. მსახიობს მშრალი კანი აქვს, ამიტომ მას ექიმმა გლიკოლის მჟავისა და ბუნებრივი ზეთების გამოყენება ურჩია.

 

”როდესაც ენჯიმ გადაწყვიტა, რომ მსახიობი გამხდარიყო, თავის კანზე ზრუნვა სერიოზულად დაიწყო. ის ყოველთვის ბუნებრივად ლამაზი იყო, რაც ჩემს საქმეს აადვილებდა. მზისგან დამცავ საშუალებებსა და გლიკოლის მჟავებს იყენებს. არ სჭირდება სკრაბები ან ისეთი პროდუქტები, რომლებიც უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს." - განუცხადა დერმატოლოგმა Harper's Bazaar-ს.როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლიმ მზეზე გარუჯვაზე უკვე მრავალი წელია, უარი თქვა და სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არასოდეს გადის.

 

ცოტამ თუ იცის, რომ ანჯელინა ჯოლის თმის ბუნებრივი ფერი გაცილებით ღიაა. მუქ ტონში შეღებვა მან ახალგაზრდობაში დაიწყო, რადგანაც დედამისი თვლიდა, რომ ასე უკეთ გამოიყურებოდა. თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ჯოლი ბუნებრივი პროდუქტებისაგან შექმნილ შამპუნებს იყენებს, მაგალითად: ალოეს, პიტნის, კალენდულას, გვირილას შემცველობით.იგი ფიქრობს, რომ სუნამოსაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, მრავალი წელია, Histoires de Parfums-ს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ატმის, თეთრი ყვავილების, მექსიკური შოკოლადისა და ყავის არომატებს აერთიანებს.

 

წყარო:beaumonde.ge

წაკითხვა 346 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2024