ბელა ჰადიდის დილის რუტინა, რომელმაც თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო
პოდიუმის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ყოველდღიური რუტინა გაუზიარა: ის იყენებს დიდი რაოდენობის ვიტამინებს და სამი შრატის ნარევს კანისთვის.
27 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდმა გაამხილა სიმართლე იმის შესახებ, რაზე უნდა წავიდეს უნაკლო გარეგნობისთვის. ბლოგში მან აჩვენა თავისი ვრცელი, 10-საფეხურიანი გამაჯანსაღებელი პროგრამა, რომელიც მოიცავს ზღვის ხავსისა და ყოველდღიურად ათზე მეტი დასახელების ვიტამინის მიღებას.
“დილა ჩემთან ერთად, სანამ შენთვის რაიმეს გაკეთებას დაიწყებ“, - მან ვიდეოს წააწერა.ბელამ რიტუალი თავის მოვლის საშუალებით დაიწყო, ჭიქაში სამი შრატისა და ვიტამინის კოქტეილის შერევით. ჰადიდი იღებს 14 სახის ვიტამინს მწვანე სმუზით. შემდეგ ის იღებს ზღვის ხავსს და მიმართავს დეტოქსიკაციას, რომელიც აღწერილია, როგორც "უჯრედული დეტოქსიკაციის ნაზი მხარდაჭერა". მან მოიხმარა თხევადი იონური მიკროელემენტები და შემდეგ დაიწყო საუზმე: მოდელმა აირჩია კრუასანი და მატონიზირებელი სასმელი Kin Euphorics-ის ბრენდისგან.
Victoria's Secret-ის ყოფილმა მოდელმა დილის რუტინა აქსესუარების, რამდენიმე ბროლის სამაჯურის არჩევანით დაასრულა. მისმა ვიდეომ შეაგროვა უამრავი კომენტარი, მათ შორის რამდენიმე ცნობილი ადამიანის.
"ჩვენ გვიყვარს კაშკაშა, ჯანსაღი დედოფლის ნახვა", - თქვა მსახიობმა, ჯულია ფოქსმა.
მოდელს, რომელიც მაისში საკუთარი ბრენდის Orebella გამოშვებას ჰპირდება, ბევრ კითხვას აჩენს, თუ როგორი კოსმეტიკური პროდუქტები იქნება ახალ ხაზში.
„რას ყიდის იგი? "დაბნეული ვარ", - წერს გაკვირვებით ერთ-ერთი ფანი.
ჰადიდმა არ უპასუხა კომენტარს, თუმცა მისი სილამაზის ახალი პროექტის დეტალებმა დააინტერესა გამომწერები. მოდელმა გააზიარა სარეკლამო ვიდეო ბრენდის პროდუქციის სურათებით. ცნობილია, რომ 2022 წელს შეტანილი სასაქონლო ნიშნის განაცხადში მითითებულია, რომ ხაზი შეიძლება ფოკუსირებული იყოს სურნელოვან პროდუქტებზე: ტანის ლოსიონებზე, სახის კოსმეტიკაზე, ასევე თმის მოვლის საშუალებებზე, სანთლებზე, სუნამოებსა და არომატული ზეთების დიფუზორებზე. დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენს მასალაში.
წყარო:beaumonde.ge
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ოქტომბრისთვის
- “შევახსენებ მამა დოროთეს, რომ პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და გამარჯვებაც მიულოცა პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
- “თუ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები” - ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე
- “„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
- “უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი გიგას სიცოცხლე”- ვეკუას სკოლა