მართალია თუ არა მოსაზრება, რომ პურზე უარის თქმა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში?
მოსაზრება, რომ პურზე უარის თქმა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, მითია. ამ მიზნით უფრო მნიშვნელოვანია, უარი თქვათ ტკბილ პროდუქტებზე და ცომეულზე, რომლებიც, ფქვილის გარდა, ზედმეტ ცხიმს შეიცავს.გარდა ამისა, ახალ პურს არ შეუძლია, ზიანი მიაყენოს ჯანმრთელი ადამიანის კუჭს, როგორც ბევრი თვლის.
მისი გამოყენება უნდა შეიზღუდოს მხოლოდ მწვავე სტადიაში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
ასევე საკამათოა მოსაზრება, რომ ხრაშუნა (ხლებცები) პური უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ჩვეულებრივი პური.
ხრაშუნა პურის კალორიული შემცველობა ჩვეულებრივ უფრო მაღალია, ვიდრე პურის. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ შეამცირებს მიღებული კალორიების რაოდენობას და წონაში დაიკლებს მათი დახმარებით, შეიძლება სწორად არ გამოთვალოს და შეცდომა დაუშვას. პურისგან განსხვავებით, ხრაშუნა შეიცავს ბევრ დამატებით კომპონენტს. შეიძლება იყოს სხვადასხვა არომატი, არომატიზატორი და შაქარი. ასეთი მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა ყოველთვის არ არის სასარგებლო ფიგურისთვის.
ნებისმიერი შავი პური ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს ცალსახად უფრო ჯანსაღად, ვიდრე თეთრი პური, რადგან ეს დამოკიდებულია ფქვილზე, რომლისგანაც ის მზადდება.
წყარო: mkurnali.ge
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"