6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 6 მედიკამენტს, რომელთა მშიერზე დალევა არ შეიძლება:
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება და თუ მაინც გამოიყენებთ, ამან შეიძლება კუჭიდან სისხლდენებიც კი გამოიწვიოს.
პირველი კარდიომაგნილია. მშიერზე არ დალიოთ. მით უმეტეს, თუ უკვე გულძმარვა, გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაქვთ. დალიეთ მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ.
მეორე ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. მით უმეტეს, თუ ასაკში ხართ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაღალი დოზებით სვამთ. ამ მედიკამენტების დროს, კუჭიდან ძალიან მძიმე სისხლდენების რისკი უფრო ხშირია.
მესამე სტეროიდებია, ისეთი, როგორიცაა მაგალითად დექსამეტაზონი და კიდევ ბევრი სხვა - ეს მედიკამენტებიც მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ დალიეთ.
მეოთხე შაქრის დამწევი საშუალებებია, როგორიცაა, მაგალითად, მეთფორმინი, იყიდება სიოფორის, გლუკოფაჟისა და ბევრი სხვა სახელწოდებით. მშიერზე გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჰიპოგლიკემია ანუ შაქრის ვარდნა გამოიწვიოს.
მეხუთე C ვიტამინია მაღალ დოზებში, კუჭს აღიზიანებს.
მეექვსე დოქსიციკლინია, რომლის მშიერზე მიღებაც ღებინებას იწვევს.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის