რატომ უნდა ვატაროთ "უსაფრთხო ქუსლიანი" ფეხსაცმელი
უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია, ესთეტიკურად ლამაზია, მაგრამ სახიფათო და მავნეა.
არაა სასურველი ნაადრევად მაღალი ქუსლების "გაცნობა". მოზარდ გოგონას სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩონჩხი და მთლიანად ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე ფორმირებული არაა. არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაცია და სხვა პათოლოგიები.
შედარებით უფროსმა ქალბატონებმა არ უნდა დაივიწყონ ვარიკოზი. შეშუპება, ტერფებში ცვლითი პროცესების დარღვევა, კანჭის კუნთების კრუნჩხვა- წარმოადგენს არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის პირდაპირ შედეგს. მაღალქუსილიანი ფეხსაცმლის ტარებისას მთელი დატვირთვა მოდის ფეხის თითებსა და კოჭ-წვივის სახსარზე. ზიანდება მყესები. ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფეხის დიდი თითის სახსრის დეფორმაცია Hallux Valgus. სხეულის ძირითადი მასა გადადის ტერფის წინა ნაწილზე, რის გამოც იგი იწყებს დამატებითი საყრდენი ზედაპირის ფორმირებას. ასეთ საყრდენად იქცევა გამრუდებული თითი და არაესთეტიკური კორძი.
ფეხსაცმელზე ქუსლი არათანაბრად ცვდება, ეს განგაშის სიგნალია. ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის მეორე ნახევარში, როდესაც ფეხი ნახევარ ზომით მეტია, ვიდრე დღის პირველ ნახევარში. ყველაზე მოხერხებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი 2 საათზე მეტ ხანს არ ატაროთ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"