ყურძნის სასარგებლო თვისებები
ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად, არამედ განსატვირთად, ორგანიზმის საფუძვლიანად გასაწმენდად.
ყურძენი მდიდარია С, A, E და PP და B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ხილის მჟავებით, ფოსფორით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, რკინით, იოდით... ყველაფერი ეს მას აქცევს ენერგეტიკულ კოქტეილად, რომელიც მატებს ადამიანს ენერგიასა და სილამაზეს.
ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს - პოლიფენოლებს, მდიდარია E ვიტამინით. სწორედ ეს მოლეკულები პასუხს აგებს კანის მდგომარეობაზე, უმკლავდება თავისუფალ რადიკალებს და გვიცავს ადრეული დაბერებისაგან.
მისი რბილობი, ღვინისა და ვაშლის მჟავების წყალობით, საუცხოოდ წმენდს კანს და ასაზრდოებს მას სასიცოცხლო ტენით. დაჭყლიტეთ 3-4 მტევანი და გაიწმინდეთ სახე. წვენი გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ყურძნის წიპწის ზეთი აცოცხლებს და ახალისებს დაღლილი სახის კანს. 2-3 წვეთი ზეთი დაამატეთ ღამის მკვებავს და წაისვით სახეზე. ხოლო მისი მიღება, როგორც წამლისა, შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ერთი ჭიქა ყურძნის წვენი ამარაგებს რა ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინების დღეღამური ნორმით, ხელს უშლის დეპრესიას და ებრძვის სტრესს.
ყურძნით მკურნალობენ ცელულიტს, დამწვრობას, შეშუპებასა და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. მისი დახმარებით შეიძლება გაიწმინდოთ თირკმლები, ნაწლავები, ჩაიტაროთ ორგანიზმის საერთო მინერალიზაცია.
პოლიუჯერი მჟავები, რომელსაც ყურძნის წიპწები შეიცავს, ხსნის სისხლძარღვთა კედლებიდან ქოლესტერინის დანალექს.
ყურძენი საუკეთესო "კარდიოლოგია". შეიცავს ბევრ კალიუმს, კალციუმს, გლუკოზას და ამაგრებს გულის კუნთებს.
ყურძენი ძალიან სასარგებლოა გამოფიტული ნერვული სისტემისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მისდევს სპორტს, ვარჯიშის დროს უნარჩუნებს სიმხნევეს.
ყურძენი ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას, შველის შეკრულობას. 1,5 კგ ყურძენი გაყავით 5 ულუფად და დღის განმავლობაში ჭამეთ. კენკრის მჟავები, ტანინი და ბალასტური ნივთიერებები კარგად წმენდს ნაწლავებსა და ღვიძლს.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო