სად და როდის წარმოიშვა სიტყვა "კარანტინი" - ვიდეო
1400-იან წლებში, როდესაც ევროპის კონტინენტზე შავი ჭირი მძვინვარებდა, პირველად ვენეციაში დაიწყეს საიზოლაციო ღონისძიებების გატარება, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გემების ეკიპაჟების, პროდუქტებისა და საქონლის 40 დღემდე იზოლაციას გულისხომდა. როგორც ირკვევა დაახოლებით 600 წლის წინ ვენეციაშივე წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“.
ვენეციაში არის ლაზარეტო ნუოვოს კუნძული, იგივე ლაზარეთი. სწორედ იქედან წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“ 600 წლის წინ, როდესაც კუნძულზე გამძვინვარებული შავი ჭირისგან მოქალაქეების დაცვას ცდილობდნენ.
ვენეციის არქეოლოგიური კლუბის პრეზიდენტის, ჯეროლამო ფაცინის განცხადებით ვენეცია პირველი ქალაქი იყო, რომელშიც იზოლაციის სისტემა გამოიყენეს, ამას ხელი იმ ფაქტორმაც შეუწყო, რომ ვენეცია არქიპელაგია, რომელიც მცირე და საშუალო კუნძულებისგან შედგება.

1400-იან წლებში პროდუქტებითა და საქონლით დატვირთული გემების ეკიპაჟები ვალდებულნი იყვნენ, იზოლაციაში გადასულიყვნენ, სანამ კონტინენტისკენ გააგრძელებდნენ სვლას. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ თავშესაფრითა და პროდუქტების შესანახი ადგილით. ვენეციის კუნძულებზე კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი იყო იზოლაციაში.
პერუჯას უნივერსტეტის პროფესორი ფრანჩესკა მალაგნინი აცხადებს რომ შემორჩენელია უნიკალური ნაწერები და ნახატები, რომლებზეც ასახულია ლაზარეთში გემების შემოსვლა. როდესაც გემები აღმოსავლეთიდან ვენეციაში მიდიოდნენ, ეკიპაჟი და საქონელი 40 დღემდე ჩერდებოდა საიზოლაციო სივრცეებში. აქედან წარმოიშვა სიტყვა „კარანტინი“.
კარნავალის ცნობილი პერსონაჟი – „ჭირის ექიმი“ იმ ძველ დროს გვახსენებს, როდესაც ჯერ წამალი არ არსებობდა. ამ დროს ვენეცია, როგორც წესი, ხალხით არის გადაჭედილი, თუმცა წელს სიცარიელეა, კორონავირუსის პანდემიამ ამ ადგილსაც თავისი კვალი დააჩნია.
სიახლეები
- „ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“
- "კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს" - შალვა პაპუაშვილი
- "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა" - BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 ოქტომბრისთვის
- უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი