"რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთმა აირჩია დაესრულებინა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა - ჩვენ ვთქვით, რომ ყველა რუსულ ნაბიჯს შესაბამისად ვუპასუხებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ 200-ზე მეტი დრონი გაუშვა და ფრონტზე 80-ზე მეტი საჰაერო ბომბი გამოიყენა.
ზელენსკის განცხადებით უკრაინელებმა დრონები ჩამოაგდეს დნიპროს, ჟიტომირის, მიკოლაევის, სუმის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში, ასევე კიევში. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი, ასევე დარტყმა განხორციელდა რკინიგზაზე სამოქალაქო ლოკომოტივზე. რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები.
„ვთქვით, რომ რუსეთის ყველა ნაბიჯს შესაბამისად ვუპასუხებთ. რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს და სწორედ რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი რეალური, მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ. სანამ ეს მოხდება, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია და ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა არ შემცირდეს და პარტნიორები განზე კი არ გადგნენ, არამედ განაგრძონ ერთად მუშაობა უსაფრთხოების, სამართლიანობისა და საიმედო მშვიდობისთვის“, - წერს ზელენსკი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
