ამ გვერდის ამობედვა

აფხაზეთის ქალაქები ციფრულ მასალებში - როგორია რუსეთის არქივებში "აღმოჩენილი" რეგიონის ისტორია

სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა, რო­მელ­შიც აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აქამ­დე უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­მო­ი­ფი­ნა.

მა­გა­ლი­თად ისე­თი, რო­გო­რიც არის სო­ხუ­მის გეგ­მა, რო­მე­ლიც 1907 წელს საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის რუ­კე­ბის შედ­გე­ნის დროს არის და­ხა­ზუ­ლი...

პრო­ექ­ტის ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რე­ბის თქმით, უკვე და­წყე­ბუ­ლია აფხა­ზე­თის ქა­ლა­ქე­ბი­სა და და­ბე­ბის გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე­ლი ტო­პო­ნი­მე­ბის მო­ძი­ე­ბა და "ის­ტო­რი­ის თან­დარ­თვით მათი ქა­ლა­ქე­ბის შე­სას­ვლელ­თან სტენ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბა, რათა ტუ­რის­ტმა იცო­დეს მისი ნამ­დვი­ლი ის­ტო­რია".

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის, მი­ლა­ნა ბჟა­ნი­ა­სა და ანას­ტა­სია კნი­ა­ზე­ვას თქმით, გა­მო­ფე­ნა აფხა­ზე­თის ე.წ. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­ცუ­ლი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნას" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

 
 
 
-0:12
 
 
 

კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აფხაზ­მა სტუ­დენ­ტებ­მა რუ­სე­თის არ­ქი­ვებ­სა და ის­ტო­რი­უ­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში აწარ­მო­ეს. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ზე, ასე­ვე რუ­სე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო, კი­ნო­ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის არ­ქი­ვებ­ზე.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის "სა­არ­ქი­ვო საქ­მე­ე­ბის" ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის მი­ლა­ნა ბჟა­ნი­ას თქმით, გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია 14 სტენ­დი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს "აფხა­ზე­თის და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ტე­რი­ტო­რი­ებს და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ინ­დელ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის რუ­კებს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი.

"შემ­დე­გი მარ­შრუ­ტია "გაგ­რა-რიწა" და ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც სა­ექ­სკურ­სიო ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფოტო-მა­სა­ლაა აღ­ნუს­ხუ­ლი... გაგ­რა­სა და რი­წა­ში სულ სამი სტენ­დია – ახალ ათო­ნამ­დე... ასე­ვე სამი სტენ­დი გვაქვს სო­ხუმ­ში. აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში მი­ვა­გე­ნით... სა­უ­ბა­რია, იმ ფო­ტო­მა­სა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ძველ სო­ხუმ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­ზე, რო­მე­ლიც უკვე აი­ღეს, თუმ­ცა ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბულ ფო­ტო­ებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და იქა­უ­რო­ბა 1949 წელს..." - ამ­ბობს ბჟა­ნია.

რუს­თა­ვე­ლის ძეგლი სო­ხუმ­ში

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე იხ­სე­ნე­ბენ ფოტო-კად­რებ­ში შე­მორ­ჩე­ნილ, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ ციტ­რუ­სის მე­ურ­ნე­ო­ბა "ილიჩ­სა" და ლე­ნი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­კავ­ში­რო ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს, რო­მე­ლიც 1956 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ­საც საბ­ჭო­თა ექ­სკურ­სი­ის მარ­შრუ­ტში სა­პა­ტიო ად­გი­ლი ეკა­ვა...

პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი, რუ­სე­თის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი ანას­ტა­სია კნი­ა­ზე­ვაა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით კი­რო­ვის ოლ­ქი­დან არი. მისი თქმით, "აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ით ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და".

"აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლად ორი წლის ჩა­მო­ვე­დი, რო­დე­საც მი­ლა­ნა ბჟა­ნი­ამ სო­ხუმ­ში გა­მარ­თა ფო­რუ­მი "არ­ქი­ვის ის­ტო­რია და სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი". მა­შინ გა­ვე­ცა­ნი აფხა­ზე­თის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­სა და შე­ვი­ტყვე მისი ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის შე­სა­ხებ; ვგუ­ლის­ხმობს 1992 წლის ფაქტს, რო­დე­საც ის და­იწ­ვა და გა­ნად­გურ­და... მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ვეწ­ვი­ეთ მოს­კო­ვის ფე­დე­რა­ლურ არ­ქივს და და­ვი­წყეთ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა...

მა­შინ მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ინა­ხა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ჯერ კი­დევ ად­რინ­დე­ლი წლე­ბი­დან აფხა­ზურ ოჯა­ხებ­სა და ქა­ლა­ქებ­ზე... ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლან­დე­ლი აფხა­ზე­თის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან მას­ში ასა­ხუ­ლია საბ­ჭო­თა წლე­ბი, მა­შინ­დე­ლი სის­ტე­მა... აქ ჩა­მო­სულ­მა ტუ­რის­ტმა უნდა იცო­დეს, რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში და სად არის სი­მარ­თლე..." - აცხა­დებს კნი­ა­ზე­ვა აფხა­ზურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

საბ­ჭო­თა მფრი­ნა­ვი ივან პა­პა­რი­ნი სო­ხუმ­ში, 1940 წელი

მი­ლა­ნა ბჟა­ნი­ას თქმით, ასე­ვე თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია აფხა­ზეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში აფხა­ზე­თის "სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ულ-სა­არ­ქი­ვო ინ­სტი­ტუ­ტის" ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა.

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 3626 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2018

სიახლეები