აეროპორტის სტილის გზამკვლევი სელებრითებისგან
მოგზაურობისგან მიღებულ სიამოვნებას, ახალი ქვეყნის, კულტურის ხალხისა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენას რომ ამქვეყნად ცოტა რამ შეედრება ეს თავადაც მოგეხსენებათ, თუმცა ყოველ მოგზაურობას თან რამდენიმესაათიანი ფრენა ახლავს, რომელიც ხშირად მოუხერხებელ სავარძლებზე არაკომფორტულად ჯდომას, ტემპერატურის რადიკალურ ცვლილებასა და ჩაწითლებულ თვალებთან ასოცირდება.
კომფორტული მოგზაურობის საიდუმლო ფორმულა არ არსებობს, თუმცა არსებობს მეტად მოსახერხებელი ჩაცმულობა, რომელიც თვითმფრინავში ყოფნის საათებს გაგვიმარტივებს.
კომფორტული მოსაცმელი
თავისუფალი სტილის, ჯიბეებიანი მოსაცმელი მოგზაურობისას თქვენი საყვარელი თანამგზავრი გახდება. ჯიბეები საშუალებას მოგცემთ თქვენთვის საჭირო ნივთები, პასპორტი და საბუთები ყოველთვის თან იქონიოთ, თბილი ნაჭრის შერჩევის შემთხვევაში კი მას პლედადაც გამოიყენებთ.
კომფორტული შარვალი
პაპარაცული ფოტოებიდანაც ნათელია, რომ ცნობილი ადამიანები ყველაზე ხშირად ჯინსის და სპორტული შარვლებით მოგზაურობენ. სწორად შერჩეული, თქვენთვის კომფორტული შარვალი მოგზაურობის პროცესს გაგიადვილებთ და ამავდროულად საშუალებას მოგცემთ მოდურადაც გამოიყურებოდეთ.
მუქი ფერის სათვალე
თუ კი ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, ჩაწითლებული თვალები თქვენც გაწუხებთ, სასურველია მუქი ფერის სათვალე ყოველთვის თან ატაროთ.
შარფი
დიდი ზომის მოსაცმელის მსგავსად, შარფსაც შეუძლია პლედის ფუნქცია შეითავსოს და თვითმფრინავში ტემპერატურის ვარდნისას დაგიცვათ.
კომფორტული ფეხსაცმელი
არაფერი მოგგვრით ფრენის დროს კომფორტულ ფეხსაცმელზე მეტ შვებას. ჩაიცვით თქვენთვის მოსახერხებელი კეტები, სანდლები თუ ჩექმები და იფრინეთ მშვიდად.
სიახლეები
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
- “მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ” – ორ პირს ბრალდება წარედგინა
- მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
- ისრაელმა იემენის დედაქალაქი ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა
- ალასკის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა