ბიტკოინის ღირებულებამ $60 000-ს გადააჭარბა
ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა 60 000 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და მორიგ რეკორდს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ღირებულება ამ დროისათვის 61 222 აშშ დოლარს აღწევს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე იანვრის დასაწყისში, როდესაც ბიტკოინის ფასი 27 734 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბიტკოინის ღირებულების რეკორდულ ზრდას ბირჟის ანალიტიკოსები კომპანია Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას უკავშირებდნენ.
Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.
ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს