იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა ნიკა კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც კვერნაძე თავად წერს, მუშაობას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აგრძელებს.
,,ვაგრძელებ საჯარო სამსახურში მუშაობას. ვუბრუნდები იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამასთან, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ახალგაზრდებში, განათლებასა და მათ მხარდაჭერაში ჩადებული ინვესტიციაა. მიხარია, რომ ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვხდები.
მადლობა მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის,”-წერს ნიკა კვერნაძე.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
