"საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც აზერბაიჯანი საზღვარს გაუხსნის" - მარიამ ქვრივიშვილი
"ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საზღვრის გახსნის საკითხზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შედგა.
"აზერბაიჯანთან უმაღლეს დონეზე შედგა საუბრები. იცით, რომ ძალიან კარგი ურთიერთობაა ორ ქვეყანას შორის და ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სიახლეები
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი