"რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრისას
„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ომს. ეს უკვე ასჯერ ვთქვი. თუმცა, თუ ევროპა მოულოდნელად მოინდომებს და დაიწყებს ჩვენთან ომს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ახლავე. თუ მოულოდნელად ევროპა დაიწყებს ჩვენთან ომს, ეს ხომ უკრაინა არ არის, უკრაინასთან ჩვენ ქირურგიულად ვმოქმედებთ, სიფრთხილით, ეს არ არის ომი ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე მნიშვნელობით. თუ ევროპას მოულოდნელად მოუნდება ჩვენთან ომის დაწყება და დაიწყებს ამას, ძალიან სწრაფად შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც არავინ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებების წარმოება შეგვეძლება“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმაში ევროპის მიერ შეთავაზებული ყველა ცვლილება მიმართულია სამშვიდობო პროცესის დაბლოკვისკენ.
„ევროპელები ნაწყენები არიან, რომ ისინი თითქოს ჩამოაშორეს მოლაპარაკებების წარმოებას, თუმცა არავის ჩამოუშორებია, თავად ჩამოშორდნენ. გარკვეული პერიოდი მათთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდა, შემდეგ მკვეთრად გაწყვიტეს ეს კონტაქტი. ეს იყო მათი ინიციატივა. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ, რომ მათ ორიენტირად აიღეს რუსეთის სტრატეგიული მარცხის თეზისი და როგორც ჩანს, ამ დრომდე ამ ილუზიებში ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, რომ ესმით, ეს წარსულშია, ასეთი რამ შეუძლებელი იყო, მათ სასურველი რეალობად მიიღეს, თუმცა საკუთარ თავთან ამის აღიარება არ სურთ. თავად გაიყვანეს საკუთარი თავი ამ პროცესიდან. ამასთან, ხედავენ რა, რომ დღევანდელი შედეგები ასევე არ მოსწონთ, მათ დაიწყეს ხელის შეშლა აშშ-ის ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევაში. თავად უარი თქვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტ ტრამპსაც ხელს უშლიან. მათ არ აქვთ სამშვიდობო დღის წესრიგი, ისინი ხომ ომის მხარეს არიან და მაშინაც, როდესაც ცდილობენ ტრამპის შეთავაზებაში რამე ცვლილებების შეტანას, ჩვენ ხომ ცხადად ვხედავთ, ყველა ეს ცვლილება მიმართულია მხოლოდ სამშვიდობო პროცესის სრულად დაბლოკვაზე, რომ წამოაყენონ ისეთი მოთხოვნები, რომლებიც რუსეთისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამით შემდეგ რუსეთს დააბრალონ ამ სამშვიდობო პროცესის ჩაშლა. ეს არის მათი მიზანი, ჩვენ ამას ცხადად ვხედავთ“, – განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
