გაიაფდება თუ არა ფქვილი?
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფქვილის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კოვიდ სიტუაცია მსოფლიოში.
„დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე ჩამოვიდა. ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა დაუახლოვდება თუ არა სამიზნე ფასს 53 ლარს, ანუ ნიშნულს, რომლის შემდეგაც ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება, არ ვიცით", - აცხადებს სილაგავა.
ამასთან, ლარის გამყარება და უკრაინასა და რუსეთში ხორბლის დიდი მოსავალი, შესაძლოა, საქართველოში ფქვილის გაიაფების მიზეზი გახდეს.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი