საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო წამყვან ადგილს იკავებს - მარიამ ქვრივიშვილი
საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო წამყვან ხუთ ქვეუანას შორის დასახელდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი. მისივე თქმით 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. მათ შორისაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო.
"მივიღეთ ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი