პროექტის გაგრძელება განიხილება - თურნავა "ნამახვანჰესზე“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა.
„უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
სიახლეები
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
- არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან