ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია და გამოწვეული პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, ყველაზე მეტად კოვიდის გამო ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში. ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. ვფიქრობ, ეს იქნება ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი დახმარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
- არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან