ამ გვერდის ამობედვა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 1 595 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით, მეტია. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ხელფასების ზრდა ყველა სექტორში აღირიცხა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

 

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით);

 

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით); მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);

 

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით).

წაკითხვა 219 ჯერ