“კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფენ მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას, რომ “უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა.
ამასთან, ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას შეხვედრასთან დაკავშირებით.
“ჩვენ, ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეხვედრის დანიშვნასთან დაკავშირებით თემაზე “უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ”.
ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი მედიასთან (მეგა ტვ), რომ ჩვენს შორის რაიმე სახის საპასუხო კომუნიკაცია შედგა. დღემდე არ მიგვიღია ოფიციალურ მეილზე პასუხები, როგორც მაჟორიტარისგან ასევე მერისგან და საკრებულოს თავმჯდომარისგან. ერთ კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით მიმართვის წერილზე პასუხს.
სამწუხაროა, რომ თანამდებობის პირები მედიასთან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ანდა თავს არიდებენ პასუხებს.
ჩვენ კვლავაც ვიმეორებთ ჩვენს მზაობას შეხვედრასთან დაკავშირებით და ველით მათგან კონკრეტული დღისა და საათის დანიშვნას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
